შესახებ

რა არის საემი?

საქართველოს ახალგაზრდული ეკომპძრაობა, არის არასამთავრობო, არაპოლიტიკური, არაკომერციული ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომელიც 1993 წლის 27 თებერვალს დაფუძნდა. მისი ძირითადი მიზანია ახალგაზრდების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, ბუნებათმცოდნეობის პოპულარიზაცია და ახალგაზრდების ჩართვა გარემოსდაცვით საქმიანობაში. საემ აერთიანებს 30 წლამდე ახალგაზრდებს, რომელთაც უყვართ ბუნება, გული შეტკივათ გარემოზე და სურთ, თავიანთი წვლილი შეითანონ მის დაცვაში.

მისია

საემის მისიაა ახალგაზრდების გარემოსდაცვითი ცნობიერების და კულტურის გაღრმავება, დაეხმაროს მათ ჩამოაყალიბონ ძლიერი გარემოსდაცვითი ღირებულებები და გახდნენ თავიანთი საზოგადოების პასუხისმგებელი მოქალაქეები. საემი მჭიდროდ თანამშრომლობს სკოლებთან და საგანმანათლებლო ცენტრებთან, აქტიურად არის ჩართული კლიმატის ცვლილების, ბიომრავალფეროვნების, ნარჩენების მართვისა და ენერგეტიკული საკითხების ეროვნულ კამპანიებში. გარემოსდაცვითი განათლება და საზოგადოების მონაწილეობა არის ორი მნიშვნელოვანი სფერო, სადაც საემს წვლილი შეაქვს 1990-იანი წლებიდან დღემდე.

სტრუქტურა

საემ-ის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანოა საერთო კრება, რომელიც საემის ყველა ნამდვილი წევრის გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს წარმოადგენს და მისი სხდომები იმართება წელიწადში ერთხელ. საერთო კრების სხდომებს შორის ორგანიზაციის საქმიანობას წარმართავს 5 წევრისგან შემდგარი გამგეობა, რომელიც საერთო კრების სხდომაზე აირჩევა.

გამგეობა

საემის გამგეობას 2024 წელს შეადგენენ:

ალექსანდრე
დარციმელია

პრეზიდენტი

მარიამ
ჯანელიძე

ვიცე-პრეზიდენტი

ალექსანდრე
თავბერიძე

საერთაშორისო მენეჯერი

სალომე
ღლონტი

"პიარ" მენეჯერი

ალექს
თოდაძე

Technical Agent